top of page
Untitled-1.jpg

გახდი kikala studioს ფოტო წიგნის ნაწილი

უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ ფოტო წიგნის ნაწილი!

 

  • Kikala Studio გთავაზობთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ beauty სტილის (კატეგორიის) ფოტო პროექტში, რომლის მთავარი მიზანია, გავაცნოთ მსოფლიოს ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესაძლებლობები, უნარები და ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გამოიცემა წიგნად Amazon ის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამაზონის პლატფორმაზე.

 

  • თუ ხარ მოდელი, მეიქაფ არტისტი, თმის სტილისტი, ან თვლი რომ შეგიძლია გადაღების არტ დაირექშენი, მაშინ ეს პროექტი შენთვის არის. გამოგზავნეთ თქვენი ნამუშევრები და პორტფოლიო პროექტში ჩასართავად.

 

  • Kikala Studio-ს მოდის ჟურნალებთან მუშაობისა და მათთვის ფოტო ნამუშევრების გამოქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  წიგნის  გადაღებები გაიმართება 2024 წლის ბოლომდე, ხოლო წიგნის გამოცემა დაგეგმილია 2025 წლის თებერვალში. Kikala Studio დააფინანსებს გამოცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

 

  • პროექტის ყველა  მონაწილის  (არტ დირექტორი, მოდელი, ვიზაჟისტი, თმის სტილისტი და სამოდელო სააგენტო) შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი წიგნში.  აღნიშნული პროექტი თითოეული მონაწილისთვის იქნება მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატების ნაბიჯი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ თავიანთი პირადი შემოქმედებითი წინსვლისთვის.

 

  • მოდელების შერჩევა: ვეძებთ მხოლოდ რამდენიმე ქალ მოდელს, რომელთა  უნიკალურობა გახდება ჩვენი წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

  • ვიზაჟისტები და თმის სტილისტები: თქვენი ნიჭი და პროფესიონალიზმი ამ პროექტში გადამწყვეტ როლს ითამაშებს! გვსურს, რომ ყველა მაკიაჟი და ვარცხნილობა იყოს სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ბიუთის სტილს.

 

  • გადაღებების ადგილი: Kikala Studio ფოტოგრაფი მამუკა კიკალიშვილი

 

  • როგორ გამოგვეხმაუროთ: თუ გსურთ მონაწილეობა ამ პროექტში, გამოგვიგზავნეთ თქვენი პორტფოლიო/სამუშაო ნიმუშები(მაქსიმუმ 10) და მოკლე ბიოგრაფია შემდეგ მისამართზე: kikalastudio@gmail.com. სათაურში (subject) მიუთითეთ “ფოტო წიგნი”.

 

  • თუ უკვე გითანამშრომლიათ Kikala Studio-სთან სხვა პროექტის ფარგლებში და გაქვთ სურვილი ამ პროექტში ჩართვის, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი სურვილი წერილობითი სახით. არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ Kikala Studio-ს მიერ ორგანიზებული გლობალური მასშტაბის, უმაღლესი ხარისხის ფოტოგრაფიული პროექტის ნაწილი!

აირჩიეთ სასურველი სფერო / Choose your field
მოდელი (დამოუკიდებელი) / Model (Independent)
მოდელი (სააგენტო) / Model (with agency)
თმის სტილისტი / Hair Stylist
მეიქაფი / Makeup artist
სხვა / other
10 მდე ფოტო ან PDF დოკუმენტი/ 10 photos or pdf document
bottom of page